ინჯიას აგვისტოს ომის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა — მდინარაძე მომხრეა
ფოტო: პარლამენტი
პარლამენტში პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის სიით შესული, ამჟამად ევროპელი სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია 2008 წლის ომზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ინჯია კრემლისტურ ნარატივს იმეორებს და ამტკიცებს, რომ ომის დაწყებას წინ სამაჩაბლოში პროვოკაციული სროლები უსწრებდა, რისი "ლოგიკური კულმინაციაც" 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სააკაშვილის ბრძანებით ცხინვალის დაბომბვა და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება იყო.
- იმ ნარატივს, თითქოს ომის პროვოცირებაში წვლილი ქართულ მხარეს მიუძღვის, რუსეთი პროპაგანდისთვის წლებია იყენებს, მაგრამ არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში არ ადასტურებს.
- გასული წლის ივნისში ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ბრალეულობა არც ერთ ნაწილში არ დაუნახავს.
დეტალები: დეპუტატი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც "2008 წელს უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი" საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ და მათ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ.
- "მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სტრასბურგსა და ჰააგის სასამართლოებში საქმეები მოიგო, ამ თემაზე გაჩუმების მიზეზი გაურკვეველია. ისმის კითხვა, რატომ არიან ჩუმად".
- "გაუგებარია, რატომ უნდა დავაფაროთ ან ვაფარებთ ხელს სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე, რომელიც მან ქართველი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩაიდინა", — ამბობს ინჯია.
მდინარაძე: ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აწუხებს კითხვა:
- "რატომ მოხდა რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის დასკვნის ეს მოცემულობა ისტორიულ აღწერილობაში გადავიდა, როცა სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა, რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს — რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი?"
- მდინარაძის თქმით, დაინტერესებულია, რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამის გამოძიებას მხარს "დიდი სიამოვნებით" დაუჭერს.
ოპოზიცია: საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა კრიტიკულად უკვე შეფასდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს ინიციატივა კრემლის პროპაგანდისტული გზავნილის გამეორებაა.
- სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ერთადერთი მიზანი, რასაც კომისიის შექმნა ემსახურება, ჰააგაში მარცხისთვის განწირული რუსული მხარისთვის პოზიტიური არგუმენტების შექმნაა.
- ხოლო, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ევროპელმა სოციალისტებმა, როდესაც გირჩს სჭირდებოდა, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრეს, ამიტომ, არანაირი ვალდებულება არ აქვთ, მათთვის უინტერესო კომისიას მხარი დაუჭირონ.
- "თუ ვინმეს ვაკრიტიკებთ ომის პერიოდის მტკიცებულებების და საქმეების გაფუჭებისთვის ან ხელახლა დაწყებისთვის, ქართული ოცნება უნდა იყოს", — დასძენს ხვიჩია.
გაიგე მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები