დმიტრო კულება

28 Feb. 2023, 18:01

ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთან ურთიერთობის გასაფუჭებლად, თითიც არ გაგვინძრევია. პირიქით, დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა ასე: თუ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ქართველ ხალხთან უცვლელად ძმური და პოზიტიურია, საქართველოს ხელისუფლებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. 

სააკაშვილის საქმით დაწყებული, რომელსაც უბრალოდ კლავენ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამ იფიქრონ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა. მე ვიბრძოლებ მისთვის. 

და დამთავრებული საქართველოს ხელისუფლების ზოგადი დამოკიდებულებით რუსეთის ფედერაციის მიმართ. არის კითხვები, არის პრობლემები, მაგრამ მათთან კომუნიკაციის საკმარისი არხები გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა და ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…