აღმოაჩინე REGO-ს CRM პლატფორმა — მართე ბიზნესი სმარტფონით
ფოტო: REGO
ახალი არავისთვის არის, რომ თანამედროვე სამყაროში ბიზნესის მართვა ტექნოლოგიების ათვისების გარეშე წარმოუდგენელია. დამხმარე ციფრული ხელსაწყოები საშუალებას იძლევა, რომ ბიზნესის მართვა და განვითარება ბევრად მარტივად შეძლოთ.
თუ ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით იდეა გაქვთ ან მცირე, თუ მსხვილ ბიზნესს უკვე ფლობთ, მნიშვნელოვანია ერთგვარი მზა თარგი, რომელიც დაგეხმარებათ, პროდუქციის მარაგი აკონტროლოთ, ნივთების მომხმარებლამდე დანაკარგის გარეშე მიიტანოთ, თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაო გაზომოთ თუ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში უკვე შესრულებულ ოპერაციებს თვალი მარტივად გადაავლოთ. თანაც, მსგავსი დამხმარე ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ, რომ ბიზნესის ზრდას თვალი მიადევნოთ და გაიგოთ, რამდენად შეუფერხებლად ავითარებთ წამოწყებას. სწორედ ასეთი დამხმარე ხელსაწყოა REGO-CRM სისტემა.
რა არის REGO-CRM სისტემა
REGO-მ ონლაინ ბიზნესებისთვის საქმის გასამარტივებლად მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სისტემა შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ნიუანსს, რაც ონლაინ თუ ფიზიკური ვაჭრობის გამართულად წარმართვისთვის აუცილებელია.
რაც უფრო მოქნილი და გასაგებია ოპერაციული სისტემა, მით უფრო მარტივია სამუშაოს წარმართვა და REGO-ს CRM სისტემა სწორედ ამ იდეას დაეფუძნა — პლატფორმა სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე, იქნება ეს კომპიუტერი თუ სმარტფონი და ამასთან, მისი გამოყენება მარტივია.
ფოტო: REGO
ფოტო: REGO
გამომდინარე იქიდან, რომ REGO-CRM-ს მრავალფეროვანი ფუნქციები და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი ყველა დეტალი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ციფრული ოფისი, რომელიც ერთ სისტემაში უყრის თავს პროდუქტს, ვაჭრობის ისტორიასა და თანამშრომლებს.
პლატფორმა ითვალისწინებს ბიზნესის მართვისთვის აუცილებელ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, მათ შორის:
- შეკვეთების დამატებასა და მართვას;
- კურიერებისა და საკურიერო ოპერაციების მართვას;
- ზედნადების ავტომატურ ატვირთვას rs.ge-ზე;
- ამანათზე დასატანი სტიკერების ამობეჭდვას;
- შეკვეთების და პროდუქტების მართვას QR და BAR კოდების მეშვეობით;
- შეკვეთების და გაყიდვების მართვას სტატუსებით;
- თითოეული თანამშრომლის და ცალკეული მაღაზიების თუ საწყობების მიერ დღის განმავლობაში უშუალოდ შრომაში დახარჯული დროის გაზომვას;
- სტატისტიკური ინფორმაციის გრაფიკულ-რიცხობრივ ანალიზს დროის ნებისმიერი ინტერვალისთვის;
- ძველი ინფორმაციის დაარქივების შესაძლებლობას;
- მასშტაბური ოპერაციების განხორციელებას სულ რაღაც რამდენიმე "კლიკით" და სხვა მრავალ საინტერესო ფუნქციას.
რა ფუნქციები აქვს პლატფორმას
REGO-CRM-ს არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელიც ბიზნესის სამართავად უამრავ დეტალს ითვალისწინებს, მუდმივად განვითარებადი პლატფორმა მომხმარებლებს პერიოდულად განახლებებს სთავაზობს და პლატფორმა კიდევ უფრო მოქნილი ხდება.
უკვე არსებულ ფუნქციებს შორის რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელია, რაც საქმეს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
გაყიდვების განყოფილება — პლატფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდვების გვერდია, სადაც ასახულია ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა და პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელზე თვალის მიდევნება მარტივად არის შესაძლებელი. ამ განყოფილებაში შეგიძლიათ დაამატოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა გაყიდული პროდუქცია, გაყიდული ერთეულის რაოდენობა თუ დამკვეთის ვინაობა.
შესყიდვების განყოფილება — უკვე ნახსენებ გაყიდვების განყოფილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შესყიდვები და იმის უზრუნველყოფა, რომ პროდუქციის მარაგი დროულად შეივსება და მომხმარებელი სასურველი ნივთის შეძენას შეუფერხებლად შეძლებს. აღნიშნულ განყოფილებაში მარტივად შეგიძლიათ ყველა მნიშვნელოვანი დეტალის დამატება: რა შეისყიდეთ, რამდენი ერთეული, ვინ არის მომწოდებელი და ასე შემდეგ.
მარაგების განყოფილება — ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი აუცილებელია. ამიტომ, მარაგების განყოფილება ცალკეა გამოყოფილი, რაც დაგეხმარებათ, თვალი ადევნოთ დარჩენილი პროდუქციის რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში მარაგი შეავსოთ.
სტატისტიკის განყოფილება — გაყიდვების დინამიკაზე თვალის მიდევნების გარეშე ბიზნესის გამართულად მუშაობა წარმოუდგენელია. აღნიშნული საჭიროა, რათა გაიგოთ, რა პროდუქცია იყიდება ყველაზე უკეთ, რა პროდუქციაა ნაკლებად მოთხოვნადი და ბიზნეს გეგმა სწორედ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით დასახოთ.
მართვის პანელი — მართვის პანელი ბიზნეს მენეჯერს საშუალებას აძლევს, რომ ყველა მონაცემი ხელის გულზე ჰქონდეს. აღნიშნული პანელის გამოყენებით შეძლებთ, რომ გაზომოთ თანამშრომლებისა და საწყობების შრომაზე დახარჯული დრო, მართოთ სხვადასხვა განყოფილებებში ასახული ინფორმაცია, მიწოდების დრო და ტიპი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თვალსაჩინო ინფორმაცია, რომელიც ბიზნესის მართვას კომფორტულს ხდის.
შიდა კომუნიკაციების სისტემა — თანამშრომლებს REGO-CRM-ის პლატფორმაზევე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ. გამოწვევებსა და საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობის გარანტია, ამიტომ კომუნიკაციის მოქნილი სისტემის ქონა აუცილებელია.
როგორ უნდა გამოიყენოთ REGO-CRM
REGO-CRM ბიზნესის მფლობელებისთვის საქმის გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ პლატფორმა მაქსიმალურად მოქნილი და მეგობრულია. პლატფორმაზე რეგისტრაცია თუ სხვადასხვა ველის მართვა მაქსიმალურად არის გამარტივებული და ქართულენოვანი მენიუ გახვედრებთ, როგორ უნდა მოიქცეთ.
საიტზე რეგისტრაცია მაქსიმალურად არის გამარტივებული — რეგისტრაციის ველში სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და კომპანიის დასახელება უნდა შეიყვანოთ, სურვილის შემთხვევაში კი, დამატებითი ველებიც, რის შემდეგაც REGO-ს გუნდი დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაგარკვევთ, როგორ უნდა შეხვიდეთ სისტემაში და მოსინჯოთ სხვადასხვა ველი.
REGO თქვენივე მოწყობილობაში მოქცეული ბიზნეს საქმიანობაა, რომლის მართვა მარტივად შეგიძლიათ. თუ ბიზნესის უკეთ სამართავად დამხმარე ოპერაციულ სისტემას ეძებთ, ეწვიეთ აღნიშნულ ვებგვერდს ან REGO-ს ფეისბუკ გვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები