"უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის" — საკომუნიკაციო კამპანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ დაიწყო
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის საზოგადოებრივ პრიორიტეტს და ერთობლივ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ქვეყანაში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო რამდენიმე ათასობით ადამიანი სერიოზულ ტრავმებს იღებს. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში 15 222 დაშავდა და დაიღუპა 879, მათ შორის 22 ბავშვი.
საზოგადოებაში საგზაო თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მრავალი საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. ამჯერად, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საკითხზე, საკომუნიკაციო კამპანია "უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის" დაიწყო.
"ჩვენ მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან - ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
კამპანია სლოგანით "არ გაიმეორო შეცდომა" საგზაო შემთხვევების სამ ძირითად პრობლემაზეა ფოკუსირებული. სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულთა და დაშავებულთა შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებასთანაა კავშირში, მხოლოდ გასულ წელს 334 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ამ მიზეზით დაშავებულთა რაოდენობა 526-ს აღწევს. მზარდია სტატისტიკის მაჩვენებელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვასთან მიმართებაშიც, რამაც გასულ წელს 189 შემთხვევა და 288 პირის დაშავება გამოიწვია. კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილებას და სპეციალური სკამის ან ღვედის გამოყენების საკითხსაც ეხება.
2-თვიანი კამპანია მოიცავს ვიზუალური ფოტო და ვიდეომასალების გავრცელებას, საგზაო უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით, სოციალური და სატელევიზიო საკომუნიკაციო მასალების მეშვეობით, კამპანიის ფარგლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული ადამიანები საზოგადოებას თავიანთ ისტორიებს უზიარებენ და ურჩევენ, რომ არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომა. დაზარალებულ ადამიანებს სურთ საზოგადოებას გაუზიარონ პირადი გამოცდილება და დააფიქრონ, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ავარიის მსხვერპლი.
"მზად ვარ ჩემი ისტორია გაგიზიაროთ და ბედნიერი ვიქნები თუნდაც ერთ ადამიანს მაინც თუ დავარწმუნებ, რომ ფრთხილად და წესების დაცვით იმოძრაოს", — აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების მესიჯების შემცველი ბილბორდები უკვე გამოჩნდა საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ხაშური, ზესტაფონი, ბათუმი).
კამპანიის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საგზაო ქსელის განვითარება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
საგზაო უსაფრთხოების კამპანია მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების (GTC) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ავტოსაგზაო ქსელების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებით, საქართველოსა და ევროპის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები