გომიაშვილის ჰომოფობიური პასუხი კრიტიკას: ვიღაცა პიდარასტის ნაჩმახზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წელს, ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის შედეგებს საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
მაშინ ლაშა ცქვიტინიძის პროექტს, "არმატურა", ჟიურის ერთმა წევრმა, რეჟისორმა რუსუდან პირველმა პირდაპირი გაგებით ცენზურა დაუწესა, მას სცენარში არსებული უცენზურო სიტყვები და პასაჟებიც კი დათვლილი ჰქონდა.
ცენზურის გასასაჩივრებლად მაშინ ვაკის პარკის კინომოძრაობა შეიქმნა.
ერთი წლის შემდეგ კინოცენტრი ისევ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურიში მსახიობი მიშა გომიაშვილი ჩასვა.
აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუკზე. კინომცოდნეები, რეჟისორები და სცენარისტები მიშა გომიაშვილის ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს იხსნებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი ჟიურის წევრობა დაუშვებელია, რადგან მათი აზრით, სცენარები, სადაც ნახსენები იქნება რომელიმე უმცირესობა, მხატვრული ღირებულების მიუხედავად, ავტომატურად დაბალ შეფასებას მიიღებს
"კინოცენტრი უკვე მერამდენედ ეხვევა სკანდალში, როდესაც ფილმების წარმოების დაფინანსების მოსაპოვებელი კონკურსის საექსპერტო კომისიაში სვამს საეჭვო ღირებულებების მქონე პირებს. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არ მალავს ქსენოფობიურ განწყობებს. პრობლემა არა მიშა გომიაშვილის შეხედულებებში, არამედ კინოცნეტრშია, რომელსაც არ აქვს არავითარი პრიორიტეტი თუ მექანიზმი, რომლითაც იხელმძღვანელებდა თანამედროვე კინოს განვითარებაზე. ქსენოფობიური და ჰომოფობიური შეხედულებების მქონე ადამანები, როგორც უვარგისი ბალასტად ისე დაამძიმებენ "ახალი ქართული კინოს" დაბადების პროცესს. მით უფრო, კინოცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ის ვალდებულია, იხელმძღვანელოს კონსტიტუციითა და კანონებით და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ასეევე, ის უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმას. მიშა გომიაშვილის გაცხადებული შეხედულებები კი მიმდინარე კონკურსის მონაწილეებში თავიდანვე ქმნის არათანაბარ პირობებს, რადგან ის პროექტები, სადაც ნახსენები იქნება რომელიმე უმცირესობა, მხატვრული ღირებულების მიუხედავად, ავტომატურად დაბალ შეფასებას მიიღებს.", - ამბობს კინომცოდნე გიორგი რაზმაძე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, On.ge კინოცენტრის დირექტორ, ზურა მაღალაშვილსაც დაუკავშირდა.
"მიშას სამოქალაქო პოზიცია შესწავლილი არ მაქვს, ამიტომ უნდა გავეცნო მის პოზიციას. სტუდენტობიდან ვიცნობ მიშას, გვყვავს ასეთი საერთო მეგობრები, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ამაზე არ ლაპარაკობდნ და მიშასთვის აგდებული დამოკიდებულება არ შემიმჩნევია. მგონი თვითონაც აქვს ნათამაშები უმცირესობის როლი. ზოგადად ძალიან უბოროტო, კეთილსინდისიერი და კომუნიკაბელური ადამიანია. შემოქმედი ადამიანისგან, როცა ეს ეხება სცენარს, ფილმს ან რამე ხელოვნების ნიმუშს, წარმოუდგენელია ამ მიზეზის გამო ფილმი დაიწუნო და უარყოფითად შეაფასო, თუ ასე მოხდება ეგ პირველ რიგში იმ ხელოვნების დისკრედიტაციაა ვინც ამას იზამს. ჩემს გონებაში ეგეთი რამე წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამის გამო განსაზღვრო და თქვა ან კი ან არა. როგორ შეიძლება, ადამიანი აითვალისწუნო იმის გამო, რომ შენგან განსხვავდება", - On.ge-ს ზურა მაღალაშვილმა.
საკუთარი პოზიცია On.ge-ს მიშა გომიაშვილმაც გაუზიარა, რომელმაც მოსაზრებები ჰომოფობიური ფრაზით გამოხატა. მის ჰომოფობიურ, დისკრიმინაციულ კომენტრას მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ:
"პიდარასტებმა ილაპარაკეს ეგ, პიდარასტია და სხვა რა უნდა თქვას, პიდარასტმა სხვა რა აზრი უნდა გამოთქვას? სერიოზულმა ადამიანმა, რომლადაც მე ჩემს თავს ვთვლი, ვიღაცა პიდარასტის ნაჩმახზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სულ ფეხებზე მკიდია მაგათი აზრი მე, იმიტომ რომ არიან ელემენტარულად ავადმყოფები. მე ჰომოფობი ვარ თუ ჭლექიანი ვარ, ეს არავის საქმე არ არის. შევუვარდი ვინმეს სახლში დუბინკით, ვცემე და გავლანძღე თუ რა ვქენი? თუ მე მოქალაქე არ ვარ და საკუთარი აზრი არ გამაჩნია, თუ როგორ არის? მაგათ თუ აქვთ უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, მე არ მაქვს უფლება? თუ როგორ არის მაგათი საქმე? მემგონი არაფერს უცნაურს არ ვამბობ", - უთხრა On.ge-ს მსახიობმა მიშა გომიაშვილმა.
ამავე თემაზე On.ge-ს ესაუბრა მწერალი და სცენარისტი ნესტან ნენე კვინიკაძე:
"ცენზურა იმ უსისტემობის ნაწილი იყო, რაც კინოცენტრშია გაბატონებული. რომლის ერთ მთავარ პუნქტს, ჟიურის წვერთა შერჩევის წესი გულისხმობს. ჩვენ ნახევარი წლის მანძილზე ვიმუშავეთ, იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების კინოცენტრების და ამ ინდუსტრიის მუშაობის წესი გაგვეცნო საქართველოს კინოცენტრისთვის. ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი სისტემა, რაც კონკურსანტს ობიექტურ პირობებში ამყოფებდა. ერთი წლის თავზე, ანალოგიური სცენარის განვითრების პერსპექტივა გაჩნდა, - სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურს ერთ-ერთი წევრი, გაცხადებული ჰომოფობი მიშა გომიაშვილი წარმოადგენს. ცხადია, არასერიოზულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ, რა გათვლა აქვს კინოცენტრის დირექტორს, როდესაც იმ კომენტარების ავტორს ასახელებს ჟურის წევრად, რომლის განცხადებების სქრინშოტები შენახულია, არსებობს და მკაფიოდ მეტყველებს მის განწყობაზე. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, სცენარი, სადაც გეი წყვლის ამბავია მოთხრობილი (ცხადია თუ მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა), შესაძლოა სათანადო ქულები ზემოთხსენებული მიზეზების გამო ვერ მიიღოს? ეს არის დირექტორის უპასუხისმგებლობა. რომელიც ერთი წელია არღვევს პირობას და არ ასრულებს ვალდებულებას არამხოლოდ “ვაკს პარკის კინომოძრაობის” წინაშე. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ადამიანებს არ იყვნენ ჰომოფობები. მაგრამ, ჩვენ გვაქვს უფლება, სახელმწიფო ფულით გამოკვებილ სტრუქტურას მოვთხოვოთ პასუხი.", - ამბობს ნენე კვინიკაძე.
მიშა გომიაშვილის გარდა, კინოცენტრის კონკურსის ჟიურიში არიან: დავით ჩუბინიშვილი, ნინო მხეიძე, ირაკლი ფანიაშვილი, დიმიტრი მამულია, ნიკოლოზ აბრამაშვილი და გელა ბაბლუანი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები