ინვესტიციების შესახებ SOLO Talks-ის მე-3 შეხვედრას ნიკოლოზ მაზანაშვილი ჩაატარებს
ფოტო: SOLO
SOLO თავისი მომხმარებლებისთვის საინტერესო სპიკერებთან შეხვედრების ფორმატს — SOLO Talk-ს კვლავ განაგრძობს. ამჯერად საქართველოს ბანკის SOLO-მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ინვესტიციების შესახებ SOLO Talks-ის მე-3 შეხვედრას დაესწრონ, რომელსაც გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების მთავარი ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მაზანაშვილი უმასპინძლებს.
დღესდღეობით გლობალურ საფონდო ბირჟებზე ფინანსური ინსტრუმენტების სიჭარბეა, რაც დამწყებ ინვესტორებში დაბნეულობას იწვევს, რადგან მათ ზუსტად არ იციან, თუ საიდან დაიწყონ ინვესტირება. შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში კი, სწორედ იმ ინფორმაციას მოისმენთ, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და სამომავლო ინვესტირებაში დაგეხმარებათ.
"საფონდო ბირჟებზე ინვესტირება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალის დაგროვებისა და გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია. ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი, მოსახლეობის 30-50%-ს დანაზოგები სწორედ ფასიან ქაღალდებში აქვთ განთავსებული. საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოების ფართო მასებს არ ჰქონდათ გლობალურ ფინანსურ ბირჟებზე წვდომის მარტივი გზა და შესაბამისად, არც გამოცდილება", — ამბობს ნიკოლოზ მაზანაშვილი.
ნიკოლოზის თქმით, საქართველოს ბანკის მობაილ ბანკში ინვესტიციების დამატებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება მარტივად დაიწყონ. თუმცა სირთულეს ის წარმოადგენს, რომ პლატფორმაზე ამჟამად 6000-ზე მეტი სხვადასხვა კომპანიისა და ფონდის აქციაა განთავსებული, ამიტომ დამწყებმა ინვესტორებმა ზუსტად არ იციან, საიდან დაიწყონ პირველი ნაბიჯების გადადგმა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ინვესტორებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყონ ინვესტირება სწორად და როგორ უნდა აქციონ ინვესტირება საკუთარი ცხოვრების ნაწილად", — განაცხადა ნიკოლოზ მაზანაშვილმა.
შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული შემდეგი თემები:
- როგორ გამოიყენოთ საინვესტიციო კალკულატორი;
- როგორ მოიძიოთ და შეაფასოთ ინდექსფონდები / ETF-ები
- სად ნახოთ დიდი ჰეჯ-ფონდების / აქტივების მმართველი კომპანიების პორტფელები (რა აქციები უკავიათ, რას ყიდულობენ და ყიდიან)
- როგორ მიადევნოთ თვალი კომპანიების კვარტალურ ფინანსურ შედეგებს და ა.შ.
"ინვესტორების უმეტესობას, რომლებსაც ვესაუბრები, ყოველთვის აქვთ შეკითხვა თუ რა უნდა იყიდონ და რაში განახორციელონ ინვესტიცია. მიმდინარე შეხვედრაზე სწორედ ამ თემას შევეხებით და განვიხილავთ ყველასთვის ხელმისაწვდომ ინტერნეტ რესურსებს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება სწორად შეარჩიოს აქციები და ფონდები", — ამბობს ნიკოლოზ მაზანაშვილი.
ინვესტიციების შესახებ SOLO Talks-ის მე-3 შეხვედრა 9 მარტს, 19:00 საათზე, SOLO ლაუნჯში (ჭავჭავაძის გამზ. №29) გაიმართება. რეგისტრაციისთვის კი ამ ბმულს უნდა ეწვიოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები