გიორგი გახარია

2 Mar. 2023, 11:55

მივმართეთ წევრ სახელმწიფოებს თხოვნით, რომ საქართველო იმსახურებს, ქართველი ხალხი იმსახურებს და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფრის გაკეთება კიდევ შეგვიძლია, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ელჩებთან შეხვედრა გაგრძელდება ვიზიტებით, სხვათა შორის, დედაქალაქებში, რადგან ყველას უნდა ავუხსნათ. მე მაქვს იმისს რესურსი და ბევრ ადამიანთან გვაქვს კავშირები და ყველას ვუხსნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერშიფი საერთოდ სხვაგან არის, ქართველი ხალხი არის ბევრად უფრო პროევროპული და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

[...] ამ კანონპროექტზე დღეს ყველა საუბრობს. კანონპროექტის მთავარი პრობლემა რაშია, იცით? როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. მე არ ვიცი ამას სხვა რა უნდა დავარქვათ, ამას სხვა ახსნა არ აქვს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, გარდა იმისა რომ საქართველოს ეხმარებიან, აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და და გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვიღაცა, არ მინდა ახლა სახელები დავასახელო, ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…