რას პასუხობს ლევან იოსელიანი ნიკა გვარამიას კითხვას პოლიტპატიმრობაზე
ფოტო: ლევან იოსელიანი / fb / კადრი ვიდეოდან
პასუხი მოქმედმა დეპუტატმა და სახალხო დამცველობის კანდიდატმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სახალხო დამცველის არჩევა სამართლიანი და ინკლუზიური წესით ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად წარედგინა.
- 2022 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა ომბუდსმენი ვერ აირჩია — წარდგენილი 19 კანდიდატიდან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა.
- 2023 წლის 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პარტია მოქალაქეები სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს.
- ამას პოლიტიკური პარტიების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა — ნაწილმა თქვა, რომ მხარს დაუჭერენ, ნაწილი კი უარზეა.
დეტალები: მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ციხიდან ლევან იოსელიანს მიმართა და ჰკითხა, მიაჩნია თუ არა ის პოლიტპატიმრად.
- "ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის, ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ). სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და "კი" ან "არა" პასუხით ძალიან დამავალებ. თან "პოლიტ" თუ არა, პატიმარი ვარ ბოლოსდაბოლოს", — წერდა გვარამია.
- იოსელიანი წერს, რომ სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას კითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს და მზად არის საჯაროდ გასცეს პასუხი.
- პასუხში იოსელიანი წერს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევია, თუმცა "კი" ან "არა" ფორმით არ პასუხობს გვარამიას კითხვას და პირდაპირ არც პოლიტპატიმარს უწოდებს.
- "შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა", — წერს იოსელიანი.
- კანდიდატი აღნიშნავს, რომ გვარამიას და არა მარტო მას, მისი იმედი უნდა ჰქონდეს.
იოსელიანი პასუხობს ხატია დეკანოიძეს და ანა წითლიძესაც.
- დეკანოიძის კითხვაზე ამბობს, რომ ე.წ. აგენტების კანონთან მისი დამოკიდებულება ძალიან უარყოფითია და ეწინააღმდეგება მიღებას.
- "ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას", — წერს იოსელიანი.
- რაც შეეხება სააკაშვილს, მას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევენ თუმცა ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
- წითლიძის პასუხად ის ამბობს, რომ ვერ მიიღებს პრეტენზიას, თითქოს არ იქნება ნეიტრალური იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში წინა სახალხო დამცველს სწორედ არანეიტრალურობის მოტივით არ დაუჭირა მხარი.
- "თუმცა, ამავე დროს მთხოვ ვიყო, ლომჯარია, ბურჯანაძე და ჯანეზაშვილი.
ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი, ვინაიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები ლევან იოსელიანი", — აცხადებს დეპუტატი.
უმცირესობებზე საუბრისას იოსელიანი წერს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის უმთავრესი ამოცანა და მიზანი სწორედ მათი და საზოგადოების ყველა სხვა დაუცველი ჯგუფის უფლებების დაცვა და რეალიზებაა.
- "რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვებთან ერთად თანასწორად ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ მონაწილეობას", — აცხადებს იოსელიანი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები