პასუხისმგებლობიანი ბიზნესი — თეგეტა ჰოლდინგმა CSR სტრატეგია წარადგინა
ფოტო: თეგეტა
- ამიერკავკასიაში ავტოსფეროს ლიდერი კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა.
- თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და უსაფრთხოება ჩარჩო დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებებია.
- თეგეტას თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიისათვის კომპანიამ 2022 წლის CSR პროექტების ანგარიში წარადგინა.
თეგეტა ჰოლდინგი პირველი ქართული მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით.
კვლევის საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები — თანამშრომლების კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება. თითოეულ მიმართულებაზე შემუშავდა სტრატეგიული გეგმები, რომელთა განხორციელებას კომპანია 2030 წლამდე პერიოდში აპირებს. დოკუმენტის პრეზენტაცია თბილისის ციფრულ სივრცეში გაიმართა.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თეგეტასთვის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობად მიგვაჩნია. თეგეტასთვის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული მსხვილი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით CSR სტრატეგია შეიმუშავა. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანიისა და მის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო ბიზნესმოდელი".
გრძელვადიანი სტრატეგია კვლევის საფუძველზე მომზადდა. გამოიკითხა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის ჰოლდინგის ის თანამშრომლები, რომელთა უშუალო ჩართულობაც აუცილებელი იქნება სტრატეგიის განხორციელებისთვის. განისაზღვრა თეგეტა ჰოლდინგის საქმიანობის სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზეგავლენები. გამოვლინდნენ დაინტერესებული პირები, გამოიკვეთა კომპანიის CSR საქმიანობის ძლიერი მხარეები, ნაკლოვანებები და გაუმჯობესების პოტენციური სფეროები. განისაზღვრა კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, გრძელვადიანი მიზნები, ამოცანები და სტრატეგიის საზომი ინსტრუმენტები.
ფოტო: თეგეტა
კომპანიის ხედვასთან ინტეგრირებული CSR სტრატეგია მოწვეულ სტუმრებს თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა წარუდგინეს.
ფოტო: თეგეტა
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "ამ ერთგვარ გზამკვლევში თავმოყრილია ჰოლდინგის საყრდენი ღირებულებები, ის მიზნები და ამოცანები, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებასა და განვითარებაში გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ თეგეტა ჰოლდინგი წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ პროექტს, ეს პროცესი ერთ სისტემაში არ იყო მოქცეული. საჭიროებამ მოიტანა მიმართულების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მდგრადი განვითარების პროექტებზე. ამ პროცესების ეფექტიანი მუშაობისთვის კი აუცილებელი იყო მისი დოკუმენტირება. სტრატეგიის შემუშავება ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. მასზე საკონსულტაციო სააგენტო CSR Agency-სთან ერთად ვიმუშავეთ და დიდი მადლობა მათ ამ ძალისხმევისათვის. შედეგად მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის სრულყოფილი დოკუმენტი.
ბოლო პერიოდის განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ. დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განვახორციელეთ და CSR ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ".
CSR სტრატეგიის პრეზენტაციასთან ერთად, თბილისის ციფრულ სივრცეში თეგეტა ჰოლდინგმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. ღონისძიებისათვის ლოკაცია საგანგებოდ შეარჩიეს, სტუმრები ციფრულ ექსპოზიციაზე მიიწვიეს და 2022 წელს განხორციელებული პროექტები პროექციის სახით წარუდგინეს.
ფოტო: თეგეტა
2022 წელი ჰოლდინგმა ზრუნვის წლად გამოაცხადა. შეიქმნა ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care, სადაც ის ორგანიზაციებია გაერთიანებული, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ მხარდაჭერა. პლატფორმის დონაციებით 100 000-ზე მეტი ლარი შეგროვდა.
ფოტო: თეგეტა
2022 წლის განმავლობაში, თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მდგრადი განვითარების საერთაშორისო იდეასა და მიზნებს პასუხობს.
თეგეტას 2022 წლის CSR პროექტების შედეგები ასეთია: ცოდნა აიმაღლა 100-ამდე სოციალურმა მეწარმემ; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 200-ზე მეტი მოზარდი; 30-ამდე ქალი პროფესიულად გადამზადდა; 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სასურველი საჩუქარი; 200-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები; გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გადამუშავდა ტონობით ნარჩენი ზეთი, საბურავი და აკუმულატორი; დაიზოგა 2800 შეკვრა ქაღალდი და 50 000-ამდე პლასტმასის ბოთლი გადაიგზავნა გადასამუშავებლად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები