კახა კალაძე

2 Mar. 2023, 13:29

"უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონპროექტი საჭიროა იმისთვის, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებამ იცოდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება.

შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში მოქმედ კანონს რამხელა სიმძიმე გააჩნია და შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ჩვენთან არის საუბარი. ბოლო დღეებში ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის — თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? არსებობს საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყანები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რაც ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…