არმაზ ახვლედიანი

2 Mar. 2023, 17:58

მთავარი არ დაგვავიწყდეს, ახლა რას განვიხილავთ. რა კანონპროექტი შემოვიდა პარლამენტში. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას. ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ნიშნავს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ნორმალური მომავალი. ვინც მზად ხართ, რომ ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭირეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დასრულდება ეს პარლამენტი, დასრულდება ეს თავხედობა. ამას არავის არ გაგატანინებთ.

მე თქვენ ყველას კარგად გიცნობთ, ყველაფერი კარგად ვიცი, ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს აქ ვერ გავა. ვერ გაიტანა ვერავინ საქართველოში 30 წლის განმავლობაში, რომ წინ დასდგომოდა დასავლურ კურსს, თქვენ ამას არ გაგატანინებთ. გამორიცხულია. ამიტომაც გაიწვიეთ უკან. დაასრულეთ თამაში საქართველოს მომავალთან. და თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, ქართველი ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას. იმიტომ რომ ეს არის სირცხვილი, სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ხალხის ძალის მიერ ინიციირებულ აგენტების კანონპროექტზე მსჯელობენ. პარლამენტის შენობასა და მის გარეთ, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…