რომან გოცირიძე

2 Mar. 2023, 19:15

ვუთხარი, რად უღირთ ეს. როგორ უნდა მივიდნენ სახლში, როგორ უნდა შეხედონ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ქუჩაში როგორ უნდა გამოვიდნენ? რამდენს გიხდის ბიძინა, რომ გიღირდეთ-მეთქი ეს დამცირება, რასაც განიცდით და აი, ამას ამ ხუნდაძემ როგორ გეკადრებათ, კაცოო. მე მუქთად ვმუშაობ, ფულს კი არ ვიღებო. არ იღებს კი არა, ფულის მონები არიან. ქვეყანა მიჰყავთ უფსკრულისკენ.

იზოლაციაში მოექცევა საქართველო, ვინაიდან ამ კანონთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროდან დაწყებული, დამთავრებული ევროკავშირით, რომელიც არ გმობდეს. ხელისუფლებამ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი მიიღო. კანონის განხილვის პროცესმაც კი საზოგადოებაში გამოიწვია უდიდესი აღშფოთება. ეს არის განხილვის პროცესი და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ეს იქნება მიღებული. [...]

ესენი არიან მონები. არავითარი აზრი დღეს მათთან საუბარს არ აქვს. გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ვერასდროს, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქიდან რაღაცას არ შემოუთვლით. ის კიდე ზის ახლა და სტაფილოს წვენს მიირთმევს, შეიძლება, არცკი იცის, აქ რა ხდება. მერე ვიღაცა გაუბედავს, გაერომ რაღაცა თქვაო და აი, გაერო იცის საბჭოთა დროიდან და შეიძლება, დაფიქრდეს, აჰა, გაეროს არ მოსწონს ეს კანონი?

ამის შესახებ რომან გოცირიძემ მთავარ არხთან ისაუბრა. პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონპროექტზე მსჯელობენ. პარლამენტის შენობასა და მის გარეთ მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…