დემნა

5 Mar. 2023, 16:55

ექვსი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა რომ ნება დამრთეს, მეზობელი მკერავისთვის შარვალი შემეკერვინებინა. დიზაინი თავად შევქმენი, ქსოვილიც ავარჩიე და მკერავთან მოსაზომად ორჯერაც მივედი. ასე დაიწყო ჩემი სიყვარული სამოსისადმი — რამაც მოგვიანებით განსაზღვრა ჩემი ურთიერთობა ტანსაცმელთან და მომანდომა, დიზაინერი გავმხდარიყავი.

მოდა ერთგვარ გასართობად იქცა და ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს, რომელიც მდგომარეობს ფორმებსა და ზომებში, სილუეტებში, სხეულსა და ქსოვილს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სამხრეებისა და სამკლავურების შექმნასა და კიდევ იმაში, როგორ გვცვლის სამოსი ჩვენ.

ბოლო თვეების განმავლობაში მოდისადმი ჩემი სიყვარულის დაცვა დამჭირდა და ეს განუზრახველად შევძელი სამოსის შექმნის პროცესით. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს მას, რომ გამაბედნიეროს და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მომცეს. სწორედ ამიტომ, მოდა ჩემთვის გართობა კი აღარაა, არამედ — სამოსის შექმნის ხელოვნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
  2. ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
  3. არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
  4. რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
  5. როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…