მიხეილ დაუშვილი

6 Mar. 2023, 10:07

დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია მხოლოდ ორი კანონპროექტის განხილვა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვამდე ვისარგებლეთ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით და მიმდინარე წლის 2 მარტს წარვუდგინეთ პარლამენტს და ასევე, დავარეგისტრირეთ ალტერნატიული კანონპროექტი ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და იმავე დღეს აღნიშნული პროექტები წარვუდგინეთ ბიუროს. სამწუხაროდ, დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, არ მოხდა ბიუროს მიერ აღნიშნული საკითხების დღევანდელი კომიტეტის დღის წესრიგში ჩასმა. 

მოგეხსენებათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა პარლამენტის წევრის და კონსტიტუციით განსაზღვრულია ამ უფლების უზრუნველყოფის პროცედურები და მექანიზმები [...]

ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 108-ე მუხლის ზედმიწევნით დაცვით. ბიუროს მთავარი ფუნქცია და ვალდებულება არის საკანონმდებლო პროცესის და პარლამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივის პროცედურული უზრუნველყოფა და ანალოგიური კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება, ასევე, გააჩნია ჩვენს კომიტეტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. 

მოგმართავთ, რომ უზრუნველყოთ კონსტიტუციის დაცვა, კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და შექმნათ პირობა, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი რეგლამენტის სრული დაცვით წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა მოხდეს ძირითად კანონპროექტთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუცია.

განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარტია საქართველოსთვის წევრმა. კომიტეტზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…