ზურაბ ჯაფარიძე

6 Mar. 2023, 11:45

ამ კანონის მიღება მოკლევადიან პერსპექტივაში ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოს არ იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი. ახლა თუ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინა-მოლდოვას, ორი ნაბიჯით ვიქნებით ჩამორჩენილი, რადგან ისინი მაღალი ალბათობით, უკვე გახსნიან მოლაპარაკებებს. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები — ის, რაც არის ბელორუსში, ის, რაც არის რუსეთში. იგივე გზას გავდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთი-ერთში, რაც მაინცდამაინც ბევრ არჩევანს არ უტოვებს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს.

არჩევანი გაქვს, რომ დარჩე ამ ქვეყანაში საკუთარ შვილებთან ერთად და იცხოვრო მონობაში, შენი შვილებიც გაწირო მონობისთვის, მეორე არჩევანია ჩაალაგო ჩემოდნები და ოჯახთან ერთად გაიქცე აქედან და მესამე არჩევანია, გამოხვიდე გარეთ, მიუხედავად იმისა ორშაბათია, ღამეა თუ დილაა, თუ ცხელა, რა ამინდია მნიშვნელობა არ აქვს. გამოხვიდე გარეთ, გააპროტესტო, ამით დაახევინო უკან და საბოლოო ჯამში ხელისუფლება გაუშვა. შანსი გაქვს, ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…