თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან — ძლიერი სავალუტო შემოდინებები, თუმცა ლარის გამყარების სცენარის გარეშე
ფოტო: თიბისი კაპიტალი
იანვარში, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის წმინდა შესყიდვამ, 155 მილიონი შეადგინა, რაც ერთი თვისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წინა თვეებში, ასევე მაღალ, დაახლოებით 100 მილიონიან ინტერვენციებს აღემატება კიდეც. გარდა იმისა, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, როგორც ჩანს, იანვარში ლართან შედარებით უცხოურ ვალუტაში უფრო მეტმა საკრედიტო აქტივობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს ორი სხვა საფუძველი მისი გამყარების საბაზო სცენარზე არ მიუთითებს. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი იანვრის 9.4%-დან 8.1%-მდე შემცირდა. საყურადღებოა, რომ მაშინ როდესაც წინა თვეების მსგავსად, ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა და თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო, ამჯერად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი საზომებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია. ეს, თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზთან შედარებით, ლარის საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის აზრით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული, 6.4%-იანი პროგნოზი, სურათს არსებითად ვერ შეცვლის და ამდენად, დაახლოებით მომდევნო ერთ წელიწადში, ინფლაციის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ, უფრო ნეიტრალურია, ვიდრე მისი მხარდამჭერი.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ კი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, ლარის გარკვეულწილად ზედმეტი გამყარება იკვეთება. მაშინ, როდესაც ეს ინდიკატორი, განსაკუთრებით მოკლევადიან, თუნდაც ერთწლიან პერსპექტივაში, ლარის კურსის აკურატულ საზომად არ უნდა იყოს მიჩნეული, ის მაინც მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს ასრულებს. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე წლის 2 მარტის მდგომარეობით ლარის საშუალო კურსი მისი გრძელვადიანი ტენდენციის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ლარი ევროს მიმართ — 2.93, დოლარის მიმართ კი 2.75-იან ნიშნულზე იქნებოდა.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები