ქალი ავტორების ქალი პერსონაჟები — 5 გმირი, რომელიც ყველა გოგოსთვის შთამაგონებელია
ფოტო: Columbia Pictures; Warner Bros.
წიგნებში ყოველი დიდი თუ პატარა გოგო ალბათ მაინც საკუთარ თავს ეძებს, ამ გზის ჩვენება კი მათთვის ხშირად ყველაზე უკეთ იმ ავტორებს შეუძლიათ, რომლებიც თვითონვე იყვნენ ოდესღაც მათსავით მეოცნებე და მიზანდასახული, თუმცა ზოგჯერ დაკარგული და ნაღვლიანი გოგოები. შემდეგ გაიზარდნენ, ხელში კალამი აიღეს და ისეთი პერსონაჟები შექმნეს, რომლებიც თაობებს შთააგონებენ თავიანთი ინტელექტით, სიკეთით, ბრძოლისუნარიანობითა და სამართლიანობის გრძნობით.
მაშ ასე, ნახე, ქალი ავტორების მიერ შექმნილი შთამაგონებელი ქალი პერსონაჟები:
1. პეპი გრძელიწინდა — ასტრიდ ლინდგრენი
პეპი ალბათ სულ, სულ პირველი გოგოა, რომელსაც პატარა მკითხველი ქალების უმრავლესობა უმეგობრდება და ფიქრობს, ერთი ასეთი წითელთავა, დაჭორფლილი მეგობარი მე როგორ ვერ შემხვდაო. მართლაც ვის არ უნატრია, ისეთი მეგობრის ყოლა, რომელსაც ამქვეყნად არაფრის ეშინია, ყველასა და ყველაფრისგან დაგვიცავს და მომაბეზრებელი წესების დარღვევის დროს არც ჩვენ დაგვივიწყებს. ყველა სიკეთესთან ერთად, წარმოსახვის უნარსა და ტყუილების მოფიქრების ნიჭშიც პეპის ბადალი არ ჰყავს, ამასთან, ოდნავაც არ ეშინია, განსხვავებული იყოს. თავისი ცეცხლისფერი თმაც უყვარს, აუარება ჭორფლიც და ჩაცმის სტილიც, რომელიც სხვებში რატომღაც მუდმივ გაოცებას იწვევს. პეპი ყველა ადამიანისთვის შთამაგონებელი პერსონაჟია, თუმცა განსაკუთრებით ალბათ მაინც გოგოებისთვის, რომლებმაც დროა, ისევე, როგორც პეპიმ, ირწმუნონ, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერები და მშვენიერები არიან.
2. ჰერმიონ გრეინჯერი — ჯოან როულინგი
ჰერმიონ გრეინჯერს არა მხოლოდ საოცარი ინტელექტი, არამედ თავის წარმოჩენის სურვილიც გამოარჩევს თანაკლასელებში, რის გამოც ხშირად აქილიკებენ, თუმცა ჰერმიონი საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს წამითაც არ ღალატობს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით უამრავი ჯადოქარი სწავლობს ძირძველი, წარჩინებული მაგიური ოჯახებიდან, თავად ჰერმიონი კი არაჯადოქრული წარმომავლობისაა, მაინც ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ჯადოქარია, რომელსაც კი ჰოგვორტსში ოდესმე უსწავლია. ჰერმიონის გზა გვიჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენს წარმომავლობასა და სანაცნობო წრეს, თუკი დასახული მიზნისკენ მთელი გულით იღვწი და შენი ოცნებებისთვის იბრძვი, ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობას შეძლებ, თუნდაც მაგიის მინისტრობას. მართალია, ინტელექტი და მიზანდასახულობა ის თვისებებია, რასაც მკითხველი ჰერმიონში უპირველეს ყოვლისა შეამჩნევს, თუმცა არანაკლებია მასში სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის და მეგობრობისთვის ბრძოლის სურვილი, რომელიც, საბოლოოდ, მასაც გადაარჩენს და მის საყვარელ ადამიანებსაც.
3. ჯო მარჩი — ლუიზა მეი ელკოტი
ჯო მარჩი ოცნებობს, მწერალი და ბიჭი იყოს, თუმცა მე-19 საუკუნის ამერიკაში მცხოვრები გოგოსთვის პირველი ოცნებაც ისეთივე წარმოუდგენელი ჩანს ასასრულებლად, როგორიც მეორე. ჯოს სურს მამის გვერდით შეეძლოს სამოქალაქო ომში ბრძოლა, თუმცა ვინაიდან პატარა ქალია, სულ რაღაც 15 წლის, სხვა გზა არ აქვს, სახლში უნდა იჯდეს უამრავი აზრისა და სამომავლო იდეის ამარა. საბოლოოდ, ჯო მართლაც ისრულებს ბავშვობის ოცნებას და მწერალი ხდება, ხოლო მდიდარ და მასზე ყურებამდე შეყვარებულ ლორიზე დაქორწინებაზე უარს ამბობს, რადგან მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე დიდი მიღწევა პერსპექტიულ, სიმპათიურ კაცზე დაქორწინება სულაც არაა და ის ცხოვრება, რაზე ოცნებასაც საზოგადოება ქალებს აიძულებს, სინამდვილეში სულაც არ შეეფერება მას. ჯოს მაგალითი გვასწავლის, რომ ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენ ვიცით, რა შეგვეფერება და მიუხედავად იმისა, რა მოლოდინი აქვთ ჩვენგან ადამიანებს, გარემოს ზეწოლას არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი ნამდვილი ოცნებები და მისწრაფებები დაამსხვრიოს. სიყვარული და ქორწინება მნიშვნელოვანია, თუმცა არა საკუთარი პოტენციალის რეალიზებაზე უფრო მნიშვნელოვანი.
4. ენ შერლი — ლუსი მოდ მონტგომერი
ობოლმა, ენამოსწრებულმა ენ შერლიმ ყველას გვაჩვენა ოცნებისა და განათლების ძალა. უპირველეს ყოვლისა კი, ალბათ მაინც გენდერულ უთანასწორობაზე დაგვაფიქრა. მეთიუსა და მარილას თავდაპირველად ობოლი ბიჭის შვილად აყვანა სურდათ, ამიტომ შეცდომით ბავშვთა თავშესაფრიდან ჩამოყვანილ ცეცხლისფერთმიან გოგოს, რომელმაც მათ ეზოში უკვე ყველა ხეს და ფოთოლს ჯადოსნური სახელი დაარქვა, უკან გაბრუნებას უპირებდნენ. საბედნიეროდ, და-ძმამ გადაწყვიტა ენი თავისთან დაეტოვებინათ, რაც შეიძლება ითქვას, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიუღიათ. ენის პერსონაჟი მრავალი თვისების გამოა შთამაგონებელი, უპირველეს ყოვლისა, მისი ფანტაზიის უნარითა და სიკეთით გავსებული გულით. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს მშვენიერების აღქმასა და სხვების ცხოვრების გალამაზებაში ენს ბადალი არ ჰყავს, საკუთარი თავის მოწონება, გაგიკვირდებათ და, მისთვის სულაც არ არის მარტივი. კარგი იქნებოდა, პეპის შეხვედროდა, რომელიც გაცილებით უფრო მალე მიახვედრებდა, თავისი ჭორფლებისა და ცეცხლისფერი თმის სილამაზეს, რომელიც თავად ენს აკვანში მოვლენილ წყევლად მიაჩნია. საბოლოოდ კი, მაინც წარმატებით სწავლობს საკუთარი თავის ფასსა და სიყვარულს.
5. სკარლეტ ო'ჰარა — მარგარეტ მიტჩელი
სკარლეტ ო'ჰარა მიზანდასახული ჯოსა და მისი დების მსგავსად, მე-19 საუკუნის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა აღზრდითა და ხასიათით ალბათ მეტად განსხვავებული ვერ იქნებოდა მათგან. თუკი მარჩები ამერიკის ჩრდილოეთში ცხოვრობენ და მონათმფლობელობის გაუქმებას ემხრობიან, სკარლეტი ჯორჯიის შტატში, პლანტატორის დიდებულ ოჯახში იზრდება, რომელსაც უამრავი შავკანიანი მონა ჰყავს. ამერიკის სამოქალაქო ომს, რა თქმა უნდა, დანაკარგის გარეშე არც ერთი მხარისთვის არ ჩაუვლია, თუმცა ის კულტურა და საზოგადოება, რომელსაც სკარლეტი იცნობდა ქარს აყოლილი ბაბუაწვერას ყვავილივით იშლება და უგზო-უკვლოდ იკარგება. უამრავი ნაკლის მიუხედავად, სკარლეტში ყველაზე შთამაგონებელი მისი გადარჩენის საოცარი ინსტინქტი და ოჯახისა და ფესვების მიმართ კიდევ უფრო საოცარი სიყვარულის უნარია. სკარლეტი არის ქალი, რომელსაც ცხოვრება თავზე ჩამოენგრა, თუმცა ამ ნანგრევებიდან გამოძვრა კიდეც, ფეხზეც გაიარა და ახალი ცხოვრების შენებაც საუცხოო შემართებით დაიწყო და რაც მთავარია, ყოველთვის ახსოვდა, რომ ხვალ ახალი დღეა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა





კომენტარები