შალვა პაპუაშვილი

7 Mar. 2023, 11:38

მიმდინარეობს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით. გუშინ კომიტეტზეც არაერთხელ ითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამის ისე წარმოჩენა, თითქოს კანონს ვიღებთ ან ა.შ.. პირველი მოსმენა მიმდინარეობს. ასევე, გაცხადებულია, რომ იქნება კონსულტაცია მიღებული ვენეციის კომიისგან, ვიცით, ასევე, რომ ეუთო/ოდირშიც არის განხილვა. ამისგან ისტერიის შექმნა, რომ თითქოს ახლა რაღაცები ხდება, ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელი და შეუფერებელია, საქართველოს რამე კონტექსტში შედარება ოკუპანტ ქვეყანასთან, ეს არის შეუფერებელი. ვინც არ უნდა თქვას, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის წარმომადგენელი როცა ამას იტყვის, თქვენ უნდა იცავდეთ თქვენს ქვეყანას. როცა სხვა ქვეყნის წარმომადგებელი თქვენს სამშობლოს ადარებს რუსეთს, ნებისმიერ კონტექსტში, თქვენ უნდა იყოთ პირველი, ვინც უნდა აღუდგეს ამას წინ და დაიცვას. როცა თქვენ ხართ ამაში ჩართული, ეს კიდევ უფრო მეტად სამარცხვინოა. შეწყვიტეთ ისტერია, პირველი მოსმენით ხდება ამ საკითხის განხილვა

ამ სიტყვებით მიმართა პაპუაშვილმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე, დღეს ბიუროზე დღის წესრიგზე უნდა შეთანხმდნენ რის შემდეგაც პლენარული სხდომა უნდა ჩაინიშნოს და რუსული კანონი განიხილონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…