ლევან იოსელიანი

7 Mar. 2023, 15:28

ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩემს ცხოვრებაში. ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და მინდა, ამისთვის ყველა თქვენგანს, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ მიმართ, მადლობა გადაგიხადოთ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გამოვედი ტრიბუნასთან იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და რაც გინდათ, დაარქვით.

მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და თავიანთ პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა მე თვალებში. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი, სახალხო დამცველი, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი.

ლევან იოსელიანის კანდიდატურას ომბუდსმენის პოსტზე პარლამენტმა მხარი რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა. 96 მომხრე და 0 წინააღმდეგი — მოქალაქეების ყოფილი დეპუტატი სახლახო დამცველი 6 წლის ვადით იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…