ხატია დეკანოიძე

7 Mar. 2023, 16:10

მე მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეთ ამ ქვეყნის შემობრუნება იმ კურსიდან, რომელიც გაცხადებული აქვს ამ ქვეყანას საქართველოს კონსტიტუციით. მაინტერესებს, რატომ აკეთებთ ამას, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ინტერესი დაიცვათ მარტო და მეტი არცერთი ადამიანი არ გაინტერესებთ?! არ გაინტერესებთ არც ფეხბურთელების ხმა, არც საფეხბურთო კლუბების, არც ადამიანების, არც მეცნიერების. რატომ არ გაინტერესებთ ამ ადამიანების ხმა, რატომ და რას ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, ვინც დარჩება პირისპირ სიღარიბესთან, გაჭირვებასთან და ევროკავშირის გარეშე.

მე მაინტერესებს, რას ეუბნებით ამ ადამიანებს, რომ თქვენ იცავდით ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ არ გინდოდათ ამ ადამიანების ხმის გაგება?! რატომ გადაწყვიტეთ დაჩქარებული წესით. რა პასუხს გასცემთ საქართველოს მოქალაქეებს, თქვით და იღებთ თუ არა თქვენს თავზე პასუხისმგებლობას, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო?

ენმ-ის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ეს კითხვა გურამ მაჭარაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუსვა, სადაც რუსული კანონის განხილვა დაჩქარებულად, 9 მარტის ნაცვლად, დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…