არა რუსულ კანონს — თანამედროვე ქართული ჯგუფების პროტესტი
ფოტო: On.ge
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ პარლამენტში რუსულ კანონს განიხილავენ, რომლის მიზანია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელსაც შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს, "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრში შეიყვანოს.
რუსული კანონი საფრთხეს უქმნის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დასავლურ ინსტიტუტებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს. კანონპროექტი უამრავი სფეროს წარმომადგენელმა გააკრიტიკა, მათ შორის კი თანამედროვე ჯგუფებიც არიან. ამ სტატიაში სწორედ მათ განცხადებებს შემოგთავაზებთ.
1. არა
ფოტო: Facebook
"არავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ბოლო პერიოდში არცთუ ისე აქტიურ ფეისბუქ გვერდზე დუმილს, სწორედ იმ ყოვლად გაუგონარი, აბსურდული კანონის წინააღმდეგ ვარღვევთ, რომელიც ყველა ჩვენგანის ნებას ეწინააღმდეგება. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და საკუთარი ევროპული მომავალი დიდი ხნის წინ აირჩია.
ეს არჩევანი ურყევია და მის წინააღმდეგ წასვლა არავის გაუვა. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ამიტომაც არა რუსულ კანონს", — ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში.
2. Bedford Falls
ფოტო: Facebook
"yo, თქვენ, — ვიღაც ჩინოვნიკებო, ვისი საქმეც ჩვენი კეთილდღეობაა, ვინც ამ კანონს თავხედურად გვტენით, ცდილობთ რომ რუსული რეჟიმის სატელიტი გაგვხადოთ და თან ამას ვითომ ქვეყნის ინტერესით ამართლებთ.
თუ გვართმევთ დასავლეთს, ესე იგი მომავალს გვართმევთ და მასთან ერთად ყველა იმ იმედს რაც კი შეიძლება რომ გვქონოდა, რადგანაც რუსული გავლენის ქვეყანაში იმედი არ არსებობს; არც ხელოვნება, არც თავისუფლება და არც სახელმწიფო", — წერს Bedford Falls.
3. 4D Monster Lobsters
ფოტო: Facebook
"ყოველდღიურობაში შემოპარებულმა და უნებლიედ შეჩვეულმა, ხალხის ნების საპირისპიროდ გატარებულმა ქმედებებმა დღეს, საერთოდ სხვა სახე მიიღო.
ნებისმიერი პარტია, ინსტიტუტი თუ ინდივიდი რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე გულმოდგინედ რუსეთის კლანჭებისკენ მიათრევს, ქვეყნის ისეთივე მოღალატეა, როგორი ადამიანებითაც ჩვენი ისტორია ისედაც დახუნძლულია.
რუსული გავლენა, რუსული კანონი და ბინძური თანამედროვე რუსული "კულტურა" არცერთი ჩვენგანის არჩევანი არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება", — წერს ჯგუფი ფეისბუქზე.
5. MokuMoku
ფოტო: Facebook
ჯგუფი რუსულ კანონს შემდეგ ფოტოთი გამოეხმაურა:
6. LOUDspeakers
ფოტო: Facebook
"კანონი 'უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ' რუსული და არაკონსტიტუციურია, რადგან ის ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას და საქართველოს ევროპულ მომავალს", — წერს ჯგუფი ფეისბუქზე.
7. დაგდაგანი
ფოტო: Facebook
"ევროპა ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. ქართულ იდენტობასა და კულტურას რუსეთი ოდითგანვე ებრძოდა. ევროპა კი მულტიკულტურული კავშირია, რომლის ღირსეული წევრიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გავხდებით და ჩვენს უდიდეს წვლილს შევიტანთ ამ მრავალფეროვნებაში.
დაგდაგანი მხარს ვუჭერთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ დებულებას და არ ვეგუებით არცერთ ინიციატივას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს", — ვკითხულობთ დაგდაგანის განცხადებაში.
8. Mellow
ფოტო: Facebook
"საქართველოს შინაარსი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა! და ამ წამს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია! შევხვდებით ევროპაში, ცივილოზებულ სამყაროში. ნუ გექნებათ სხვა მოლოდინები!
GO WEST
@fuckputin
@fuckrussia", — წერს ჯგუფი ფეისბუქზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები