სალომე ზურაბიშვილი

8 Mar. 2023, 00:10

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს რუსთაველზე დგახართ როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ მე ნიუ იორკში, და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რომლისთვისაც საქართველო რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. რისთვისაც დღემდე მოვედით. და მე ვარ თქვენს გვერდით, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას. 

არავის არ აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. ვენეციის კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. მე ამ კანონს დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, ის კონსტიტუცია, რომელიც გარანტიც ვარ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…