მამუკა ხაზარაძე

9 Mar. 2023, 03:03

ჩვენი შვილების გულწრფელ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის არავინ არ უნდა უყუროს გულხელდაკრეფილმა! დღეს ამ ბრძოლის წაგება იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული მარცხი და ათწლეულებით უკან გადაგდება! ეს არის საბჭოთა კავშირში და ოკუპანტის წიაღში სრული დაბრუნება. ეს ბრძოლა არის საერთო-სახალხო და ეროვნული, რადგან ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მომავალს! ქართული ოცნება ცდილობს პასუხისმგებლობა ნებისმიერ მის მიერ მოწყობილ, ან პროვოცირებულ არეულობაზე დააკისროს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს. ამიტომ მოგიწოდებთ დავიწყოთ საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სოფელში, ქალაქში გამოვაცხადოთ ბოიკოტი, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო სამსახურებში, ყველგან გარდა იმ უწყებებისა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. მხოლოდ ასეთი ერთობა და სულისკვეთება მიგვიყვანს საერთო ეროვნულ გამარჯვებამდე! მოთხოვნა ერთია, ქართულმა ოცნებამ გამოიტანოს მიღებული კანონი უკან!! ეს ბრძოლა არაა მხოლოდ ჩვენი შვილების, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…