ბესიკ ხარანაული

9 Mar. 2023, 12:36

საქართველო, ის აღარ ხარ!

საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.

ჯერ მახე არ დაგებულა,
რომე თავი არ გაგეყოს,
ჯერ მხედარი არ გყოლია,
რომე ძირს არ დაგებერტყოს,

საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.

სანამდე ფრთებს აიქნევდე,
მანამ უნდა ტანზე გეწყოს,
საძირე თუ არ უმაგრე,
ახალმა ვით ინამყენოს?!
მიწიდან ვით აიმაღლოს,
ცის გვირგვინში
თავი შეყოს,
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.

ახალს უნდა დაემოყვრო,
ცამდე ტანი აიღერო,
გულზე დაღი დაიკერო,
ცაზე სიტყვა დაიწერო,
ერთი სიტყვა სასახელო,
სა-ქარ-თვე- ლო,
სა-ქარ-თვე-ლო!
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…