ვიოლა ფონ კრამონ

9 Mar. 2023, 13:19

მივესალმები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას რუსული კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. მთელი ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თავიდანვე რომ მოესმინათ საქართველოს ხალხსა და მეგობრებისთვის. ხალხის ხმა არ შეიძლება გაჩუმდეს, ბრძოლას თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებებისთვის ყოველთვის აზრი აქვს. 

საქართველოს მთავრობავ, ახლა ფოკუსირება მოახდინეთ ევროკავშირის 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეაჩერეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას.

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…