გირჩი — მეტი თავისუფლება

9 Mar. 2023, 13:57

რუსული კანონი არ გაწვეულა! პროცედურულად, კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, რეგლამენტით კანონის უკან გაწვევა აღარ ხდება, მისი გაწვევა მხოლოდ კენჭისყრამდეა შესაძლებელი. ამიტომ საჭიროა კანონი გამოითხოვონ ვენეციის კომისიიდან, მეორე მოსმენით უყარონ კენჭი და ჩააგდონ.

რადგან ქართული ოცნების სიტყვას დიდი ხანია ფასი დაკარგული აქვს, ბრძოლა არ დამთავრებულა! ისევ 19:00 საათზე ისევ პარლამენტთან ძალაშია.

ორი მოთხოვნა:

1) გაათავისუფლონ ყველა დაკავებული

2) მოგვცენ მკაფიო გარანტია კანონის უკან გაწვევაზე.

მშვიდობიანი მომიტინგეების მოწამვლის, ცემისა და დაჭერის ფასი ჯერ არ გადაუხდიათ და აუცილებლად გადაიხდიან. ყოფილი მოღალატე არ არსებობს! რუსკი კარაბლ ...

წერს გირჩი — მეტი თავისუფლება სოციალურ ქსელში. დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…