ხათუნა სამნიძე

9 Mar. 2023, 15:21

მეგობრებო,
ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით — არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა ოცნების მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ — არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე!

ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთან ერთად და ვიდგები მოთხოვნით — არა რუსულ კანონს!

მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ — კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს ოცნებამ! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

წერს დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომლის განცხადებამ, რომ "ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში", დაბნეულობა გამოიწვია. დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება, ორგანიზატორთა განცხადებით, ხელისუფლებისგან კანონის გაწვევის პროცედურებზე მეტს მკაფიოობას მოითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…