შალვა პაპუაშვილი

9 Mar. 2023, 18:23

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ, გარკვეულწილად, რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები და ეს სირენები, შეგახსენებთ, რომ იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები. ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, არ არის ის დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე სირენების ხმაზე მოცეკვავე ახალგაზრდების ვიდეო გააზიარა და დაწერა: "ისინი ცეკვავენ სირენების ხმაზე. მაგარი ახალგაზრდების თაობა". პრეზიდენტი აქტიურად აკრიტიკებდა რუსულ კანონსაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…