კახა კალაძე

9 Mar. 2023, 20:27

ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გარშემო შექმნილმა დეზინფორმაციის კამპანიამ საზოგადოების ნაწილში კითხვის ნიშნები გააჩინა, დაბნეულობა და ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც გულწრფელი მოქალაქეები ევროპული მომავლის სასარგებლოდ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ქუჩაში გამოვიდნენ.

რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ლეგიტიმურ მოსაზრებას, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მეტად უნდა გვეზრუნა, რომ სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა.

საბედნიეროდ, შევძელით, რომ საზოგადოების, გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი ქაოსსა და გამოუსწორებელი ზიანის მომტან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, რაც კეთილსინდისიერი მოქალაქეების, სამართალდამცველების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და ეკლესიის, ჩვენი ყველას დამსახურებაა.

მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა. მადლობა შს მინისტრსა და სამართალდამცველებს, რომლებმაც კანონის უზენაესობის, ევროპული ოჯახის ფუნდამენტური ღირებულების დაცვა მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს. მადლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც მასშტაბური ბულინგისა და უსაფუძვლო შეურაცხყოფების კასკადს ღირსეულად გაუძლეს.

ქართული ოცნების ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, ყოველთვის უსმენდა და ითვალისწინებდა ხალხის სამართლიან ნებას, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება. კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია. ყველანი ერთად და ღირსებით ევროპისკენ!

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მომიტინგეების წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დარბევის, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ, კახა კალაძე სამართალდამცველებსა და შს მინისტრს მადლობას უხდის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…