შსს-ს თქმით, უწყების 58 თანამშრომელი დაშავდა — ამბობენ, რომ დამნაშავეებს "კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან"
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს — პროტესტი განახლდა მეორე დღესაც, მას შემდეგ, რაც პლენარულზე კანონი პირველი მოსმენით მიიღეს.
- ორივე დღეს სპეცრაზმი აქციის დაშლას წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრელმსადენი გაზით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, 9 მარტის დილის 06:00 საათზე კი 8 მარტს დაწყებული აქციის დარბევა დაიწყეს.
- დილამდე ძალადობრივად აკავებდნენ მოქალაქეებს. ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
- მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს, თუმცა, პარალელურად, დაიწყებს "ხალხთან დიალოგს და შემეცნებითი ხასიათის კონსულტაციებს" ჩასაგდებად გადადებული კანონის ავკარგიანობაზე.
დეტალები: შსს-ში მთელი ბრიფინგი სამართალდამცავების დაშავებაზე, აქციის მონაწილეების მიერ "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და დაუმორჩილებლობაზე" საუბარს მიუძღვნეს და არაფერი უთქვამთ ცრელმსადენი გაზით დაშავებულ მოქალაქეებზე, პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტზე ძალადობაზე.
- ირწმუნებიან, რომ "საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით" რამდენჯერმე პოლოციამ პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
- მათი მტკიცებით, 7 და 8 მარტს გამართული აქცია არაერთხელ გასცდა "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებსა და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში".
- ამბობენ, რომ "აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად" დაშავდა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 კი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
- "ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო".
- შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციელების მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტს სწავლობენ და "დამნაშავე პირების კანონის სრული სიმკაცრის დასჯას" აანონსებენ.
კუპატაძე ამტკიცებს, რომ მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მისამართით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს — ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ასევე, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ.
- 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში 133 პირი — მათგან ერთი პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით იყო დააკავეს.
- შსს-ში ამბობენ, რომ "ძალადობრივ ფაქტებზე" გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები