ირაკლი ღარიბაშვილი

12 Mar. 2023, 20:36

გადაწყვეტილება, რომელიც ამ კანონის უკან გაწვევით ჩვენ მივიღეთ, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით ჩვენ, ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ აქ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორე მხრივ, ვიცოდით მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა. შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ. ვთქვით, რომ ამ ნაბიჯით ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველაზე უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობასა და არა ომის პოლიტიკას.

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…