ვიქტორ ყიფიანი

13 Mar. 2023, 12:38

კანონპროექტი სამართლებრივი კუთხით, ალბათ, კითხვას არ უნდა იწვევდეს. კანონპროექტი თავისი სამართლებრივი შინაარსით არის უმტკივნეულო. არაერთგზის ითქვა, რომ არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არასამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა. მაშასადამე, ასახსნელი იყო უკეთ კონტექსტი. 

[...] რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?... გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი. თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რამე არის რაც ჩვენ არ ვიცით, ვეთანხმები ბატონ გიორგის, რომ ეს, რა თქმა უნდა, უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. 

[...] დავხელოვნდით ერთ რაღაცაში, ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე, გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება, რომ ქართულმა პოლიტიკამ, უკვე ამდენი წელი გავიდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ უფრო ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე? მე მგონი, ამის დრო მოვიდა უკვე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…