მიხეილ სააკაშვილი

13 Mar. 2023, 18:12

არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება. ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას ვიბრძოლებ. ბევრი მოვლენა ხდება ჩემს თავს — საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მოითხოვა ჩემი უპირობო გათავისუფლება. ეს არის სრულიად უპრეცედენტო დემარში. წინა დღით საფრანგეთის მთავარმა გაზეთმა Le figaro-მ გამოაქვეყნა ჩემი ვრცელი ინტერვიუ. მსოფლიოში სახელგანთქმულმა მოაზროვნემ ბერნარ ლევიმ ყველაზე მთავარ ამერიკულ ჟურნალში TIME-ში გამოაქვეყნა ჩემზე სტატია. დღეს შემატყობინეს, რომ მომენიჭა ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული პრემია. მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი. მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს. ძალა ერთობაშია და აქტიურობაში. ახლა პაუზების აღების დრო ნამდვილად არაა, დიდება ჩვენს ახალგაზრდობას, დიდება ყველა გულანთებულ უშიშარ პატრიოტს.

Slava Ukraina!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…