ელენე ხოშტარია

13 Mar. 2023, 19:32

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე. პირველი, რაც მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.

მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან სწორედ ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს. 

მესამე, მინდა, მივმართო აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაგიბარებენ შსს-სა ან სუს-ში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ დღეს ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას.

მეოთხე, არავინ არ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაერევით ცალ-ცალკე. ჩვენ ყველა ვართ ერთად იდეის გარშემო და ეს იდეა არის, მათ შორის, ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც იქნება საჭირო, შსს-სთან თუ სუს-თან. ამიტომ გაფრთხილებთ, არავის არ გეგონოთ, რომ ცალ-ცალკე დაერევით ამ ადამიანებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…