კობახიძე ამტკიცებს, თითქოს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე ევროპა სპეცრაზმისკენ იყო — გავიხსენოთ პარტნიორების განცხადებები
ფოტო: ქართული ოცნება
დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე მედიასთან კომენტარზე იდგა და მმართველი გუნდის ახალი ნარატივები და მესიჯბოქსები გააჟღერა, რომელიც მანამდე პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ. იყო სიახლეც — გვიმტკიცებდა, თითქოს ევროპისთვის სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა და მეთოდები მისაღები იყო.
კობახიძის თქმით, 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე — ამაზე საუბრისას მას არ უხსენებია, რომ სპეცდანიშნულების რაზმები ფიზიკურად უსწორდებოდნენ წაქცეულ მოქალაქეებს და თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, ხოლო ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს მშვიდობიანი დემონსტრანტები წინააღმდეგ იყენებდნენ.
- "გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის", — თქვა მან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უცნაურია, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას კობახიძე, როცა პარტნიორები და ევროპელი ლიდერები სულ სხვა რამეს ამბობდნენ.
- მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა არა ერთხელ დაგმო რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებული პროცესები და თქვა, რომ ხალხი ხმამაღლა აფიქსირებდა თავის აზრს, რომელსაც ცრემლსადენი გაზით და სხვა საშუალებებით ახშობდნენ.
- მან მოუწოდა მთავრობას, რომ პატივი ეცათ მშვიდობიანი პროტესტის უფლებისთვის.
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომაგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობდა, რომ ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად და ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო.
- ესტონეთის პრემიერმინისტრი წერდა, რომ შეშფოთებულია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრებით.
კიდევ რამდენიმე მაგალითი: სენატორები აღნიშნავდნენ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ნათლად ხედავდა ყველაფერს და მოუწოდებდნენ მთავრობას, საშუალება მიეცათ მოქალაქეებისთვის, მშვიდად გამოეხატათ პროტესტი.
- აშშ-ის ელჩი ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა.
- ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებდა მთავრობას, გაეთვალისწინებინა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი.
- ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი წერდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს.
- საფრანგეთის პრეზიდენტმა კი კანონის ჩაგდების შემდეგ დაწერა, რომ გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის, თავისუფლების მიმართ და ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს.
- ნამდვილად არაფერი ბადებს ეჭვს, რომ ევროპისკენ მიტრიალებულ საქართველოში მაკრონი სპეცრაზმს გულისხმობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები