კახა კალაძე

15 Mar. 2023, 12:23

20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს იქნება ამ ადამიანების სამუდამო საკუთრება და თავადვე მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ, გააგრძელონ მუშაობა, იჯარაში გადასცენ ვინმეს, გაყიდონ თუ ა.შ. 

ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მე რამდენიმე მთავრობაზე ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო და მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა, ვინმე დარჩეს უკმაყოფილო. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებლად უნდა აიღოთ A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ პირველ თქვენ პირველ აპრილს ვეღარ შეძლებთ, აიღოთ უვადო ნებართვები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…