TDI-ის შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა
ფოტო: ქართული ოცნება
ორგანიზაცია რუსული კანონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საწოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების განცხადებებზე საუბრობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჯერ დაშალეს, შემდეგ კი დაარბიეს, უმრავლესობას კანონის უკან გამოწვევა მოუწია, თუმცა მმართველ გუნდში მაშინვე დაიწყეს კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ მადისკრეტირებელი კამპანია.
- 12 მარტს, იმედის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ფრანკლინის კლუბში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტშია შექმნილი, ახალგაზრდებს "წამლავენ" და "ტვინს ურეცხავენ".
- ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს ისინი ანარქისტები არიან და სატანისტების ფორმები ეცვათ.
- ამ განცხადებებს შეუერთდნენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც — მათ შორის "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ჯობახიძე.
TDI-ის შეფასებით, ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიითა და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტით.
- ასევე, დაუფარავად აწარმოებს ანტიდასავლულრ პოლიტიკას, უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
- "კანონის მიღების მიზანი შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიებისა და გაქრობის გზით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაბრკოლების, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევისა და საბოლოოდ რუსული რეჟიმის დამყარების მცდელობა".
დეტალები: ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც უმრავლესობას კანონპროექტის გაწვევა მოუწია, ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება.
- "ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს".
- "ეს განცხადებები ასევე თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებთან და რუსეთში წლების განმავლობაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნასთან, რაც საბოლოოდ მათი გაქრობით დასრულდა".
- TDI ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკის რამდენიმე მაგალითზე საუბრობს და ერთ-ერთად 12 მარტს ღარიბაშვილის ინტერვიუს ასახელებს, სადაც პრემიერმინისტრმა სამოქალაქო სექტორი შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა.
- ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს იმ რიტორიკაზე, რომელსაც მმართველი გუნდი სამოქალაქო აქტივისტებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყენებს — "ეკლესიის მაგინებლები", "უსამშობლოთა და ურწმუნოთა თაობა", "ექსტრემისტები" და სხვა.
აქვე TDI ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლების რუსულ პროპაგანდას და ეკლესიის სახელით სპეკულირებას არ ემიჯნება საპატრიარქო.
- აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოვლენებზე საპატრიარქოში განცხადება 9 მარტს გაავრცელა, თუმცა არაფერი უთქვამთ რუსულ კანონზე და მხოლოდ ის ადამიანები გააკრიტიკეს, რომლებიც "პოლარიზების გაღვივებას" უწყობენ ხელს.
- "მოცემულ კონტექსტში, ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება, ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ამ სპეკულაციურ პროპაგანდაზე დუმილი მიზანმიმართულად აქეზებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სიძულვილსა და ძალადობას".
- "ასევე აზიანებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს, სამოქალაქო ინტეგრაციასა და დემოკრატიულ ფასეულობებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები