სომხური კომპანია აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე გამოქვეყნებულ საქართველოს რუკას შეცვლის
სომხურმა კომპანიამ, J.M.S.-მა, საქართველოს რუკის ორი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის, გარეშე გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ბანერს უახლოეს მომავალში გამოცვლის.
აღნიშნული კომპანიის დირექტორი არსენ სუკიასიანი აცხადებს, რომ J.M.S. ამერიკული კომპანია Enterprise Rent-A-Car-ის წარმომადგენელია სომხეთში.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ბანერის მოხსნის მიზნით აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და დირექტორის ოფიციალური განმარტებითი წერილი მიიღო.
პრობლემის მოგვარებაზე ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე
"ჩვენი განზრახვა იყო საქართველოს ზოგადი რუკის განთავსება, რომელზეც არ იქნებოდა მოცემული დეტალები, არამედ რუკა დროშის სიმბოლიკით იქნებოდა მომზადებული. გუგლიდან ამ რუკის გადმოწერისას, ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღებას იმას, რომ ეს რუკა არ შეესაბამებოდა საქართველოს ოფიციალურ საზღვრებს. შესაბამისად, სურვილი მაქვს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ამ ინციდენტისთვის და ამ წერილშივე განვაცხადო, რომ ზემოთაღნიშნული ბანერი მცდარი რუკით აღარ არის გამოფენილი ჩვენს ოფისზე" - წერია წერილში.
შპს J.M.S გენერალური დირექტორი არსენ სუკიასიანი აცხადებს, რომ სომხური კომპანია პატივს სცემს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და შეცდომას შემთხვევითობას უწოდებს:
"ეს შეცდომა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს არც ჩვენი კომპანიის და არც სომხური საზოგადოების ხედვას".
J.M.S-ის წარმომადგენლობა საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, მიმართ გაგზავნილ წერილში იუწყება, რომ უახლოეს დღეებში ახალ ბანერს იმ რუკის მითითებით დაამზადებენ, რომელსაც საქართველოს საელჩო სომხეთში მიაწოდებს.
რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანდა, რომ ამერიკული კომპანია Enterprise Rent-A-Car-ის ფრანშიზის მქონე სომხური კომპანიის, J.M.S.-ის, მიერ ტურისტებისთვის შექმნილ ბანერზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იყო წარმოდგენილი.
განახლებული ბანერი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები