ანდრიუს კუბილიუსი

16 Mar. 2023, 12:59

ვფიქრობ, კარგია, რომ ქართველი პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენთან შესახვედრად ერთად ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, დავუსვით კითხვები საქართველოში არსებული ვითარების შემდგომი ნაბიჯების და გეგმების შესახებ. ნათლად ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს დიდი სურვილი შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, ახლა მთავრობა ხდება მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახით. ველი, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ პროევროპული ოპოზიცია არის ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გააკეთებენ ამას, ასევე მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენს ინტერესებში შედის ქართველი ხალხის დახმარება ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევაში, სწორედ ამიტომ, დაინტერესებულები ვართ დავინახოთ, რომ ოპოზიციას შეუძლია აჩვენოს ალტერნატიული გზა ევროკავშირისკენ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…