თეა წულუკიანი

16 Mar. 2023, 21:44

ამჯერადაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს საერთაშორისო ორგანოებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, სადაც იუსტიციის მინისტრობისას თავადაც არაერთხელ წარმიდგენია დიდი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის. არადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო სამუშაო ინსტრუმენტი, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე მთავრობისთვის.

დასკვნაში ვხედავთ რეკომენდაციებს, რჩევებს, რომელთაგან, დარწმუნებული ვარ, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს ისეთ ვითარებებს, რომელიც გულისხმობს ქართული ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, რიგითი სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს. აგვაცილებს პოლიტიკის ფარად აფარებას და ამგვარ ვითარებებს სახელმწიფოებრივ პროცესში. ამიტომ მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…