სააკაშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე რამის მიღწევის რწმენა მიამიტობაა
ფოტო: კადრი სასამართლო პროცესიდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება არის რუსეთის ხელისუფლების დღის წესრიგით მოქმედი ჯგუფი და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მიზანი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
- "იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებასა და ჩვენ პარტნიორებს რა მოდელით, რა ფორმატით მოხდება მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და ეს არ გამოიწვევს არავითარ დაძაბულობას და არეულობას", — თქვა მარგველაშვილმა.
- მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას იზიარებს.
- "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა", — ამბობს სააკაშვილი.
- მისივე განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას არ გეგმავს და არ აქვს პრეტენზია, რომ გამოსავლის ზუსტ რეცეპტს ფლობს.
დეტალები: ამბობს, რომ ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის, ამიტომ ყველას სჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება.
- სააკაშვილის თქმით, პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში.
- "ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე", — წერს ექსპრეზიდენტი.
- ამბობს, რომ ივანიშვილის მთავარი ამოცანა, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანაა.
- მისი თქმით, ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო არაა, ყველა მუდმივად უნდა ეძებდეს გამოსავალს და იმაზე მალე იპოვიან, ვიდრე ჰგონიათ.
- "აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას", — წერს სააკაშვილი.
- ექსპრეზიდენტის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა საქართველოს მიანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები