2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა
ფოტო: ილიაუნი
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. ამასთან ერთად, გაიხსნა ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც.
განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების, კამპანიის ეტაპების, ჟიურის, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტი ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რჩეულ მასწავლებელს 2023 წლის ფინალის დროს დააჯილდოებს, გარდა ამისა, ალტე უნივერსტიტეტი იქნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის ექსკლუზიური პარტნიორი.
"წელს, უკვე მეშვიდედ, ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ, რომ დღეს ჯილდო არის ქვეყანაში ყველაზე ცნობილი, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსი. ვფიქრობ, ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებული თანამშრომლობა და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიური. სწორედ წელს, ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები, ჯილდოს ჟიურის 2 ახალი წევრი ჰყავს, ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი); ასევე, მხარდამჭერების რიცხვს ალტე უნივერსიტეტი შემოუერთდა. ტექნიკური თუ პროცედურული კუთხით რაიმე თვისებრივი ცვლილება არ გვაქვს. შესაბამისად, მასწავლებელთათვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას", — განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.
"ილიაუნი უკვე ტრადიციულად, 2019 წლიდან თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში. მსგავსი ტიპის აქტივობების მიზანი ბუნებრივია არის განათლების სფეროში და განსაკუთრებით სასკოლო სფეროში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და ზოგადად სასკოლო განათლების განვითარება. ილიაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია და ამოცანა არის ხელი შეუწყოს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მეცნიერულ რეაგირებას, ამ თვალსაზრისით ილიაუნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის და საზოგადოების მდგრადი განვითარების კუთხით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მომავალი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი გადის განათლებაზე და ამ განათლების სისტემაში განსაკუთრებული როლი აქვს სასკოლო განათლებას. შესაბამისად, როგორც ამ კონკრეტული ჯილდოს ფარგლებში, ისე სხვა სამეცნიერო და აკადემიური პროექტებით, ილიაუნი მაქსიმალურად უჭერს მხარს ნებისმიერ პროექტსა თუ ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი სკოლის გაძლიერება, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და განათლების მთელ სისტემაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის სამომავლო განვითარებაა", — განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორმა, პროფესორმა გიორგი გვალიამ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო "მავერიკი".
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითიც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი იყო განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობა, კონკურსთან დაკავშირებული თუ მისი ეგიდით მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე მიმართული სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა. ილიაუნი საზეიმო ცერემონიაზე (ყოველ წელს 5 ოქტომბერს) გამოავლენს მის რჩეულ მასწავლებელს და აჯილდოებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები