დონალდ ტრამპი დაპატიმრების მოლოდინში — რა ვიცით
ფოტო: Getty Images
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიუ-იორკში მანჰეტენის ოლქის პროკურორი იძიებს დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ საქმეს და იქმნება მოლოდინი, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტს მომდევნო კვირაში ბრალს წაუყენებენ.
- თუ ასე მოხდება, ეს იქნება პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
- ტრამპი დაკავებას თავადვე აანონსებს და მოუწოდებს მხარდამჭერებს გააპროტესტონ ეს, რაც მედიებისა და ექსპერტების ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოწოდებას შეადარა, რომელმაც წაახალისა ძალადობა და კაპიტოლიუმში შეჭრა.
დეტალები: ტრამპმა, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა, რომ "წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს" სამშაბათს დააპატიმრებენ.
- ექსპრეზიდენტის სპიკერმა და ადვოკატმა თქვა, რომ მისი პოსტი ეყრდნობოდა მედიის ანგარიშებს და არა რაიმე რეალურ განახლებას ან კომუნიკაციას პროკურორებთან.
- ექსპრეზიდენტის პოსტში ნახსენებია ინფორმაციის უკანონო გაჟონვა მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისიდან, თუმცა უწყება კომენტარს არ აკეთებს.
- AP ხაზს უსვამს, რომ ტრამპს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ უშუალოდ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ და არ უთქვამს, საიდან იცოდა ასეთი გეგმების შესახებ.
- The New York Times-ს კი წერს, რომ ორშაბათს მოსალოდნელია კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა და ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათსაც რომ უარყონ კენჭი, ლოჯისტიკური საკითხების გათვალისწინებით, სამშაბათს ბრალდების ჩაბარება ნაკლებად სავარაუდოა.
რა ვიცით ტრამპის საქმეზე: ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდას ეხება.
- ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აღიარა, რომ დენიელს დუმილისთვის $130 ათასი გადაუხადა და ამტკიცებს, რომ გარიგებების ინიციატორი თვითონ ტრამპი იყო.
- დენიელსის თქმით, მას ფული გადაუხადეს, რომ საჯაროდ არ ესაუბრა რომანზე რომელიც ტრამპთან წლების წინ ჰქონდა — ექსპრეზიდენტი ამას უარყოფს.
- არსებული ინფორმაციით, ტრამპმა მაიკლ კოენს ეს თანხა აუნაზღაურა — როგორც BBC წერს, ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს იყო "იურიდიული საფასური".
- პროკურორის ოფისი, იკვლევს, დაირღვა თუ არა ტრამპმა სახელმწიფო კანონები გადახდებთან დაკავშირებით.
- როგორც CNN წერს, ეს სისხლის სამართლის ბრალდება წარმოადგენს ტრამპის სამართლებრივი პრობლემების დრამატულ ესკალაციას, რადგან ის თეთრ სახლში დასაბრუნებლად მუშაობს.
- ნიუ-იორკში ფულის გამოძიების გარდა, მას ემუქრება ცალკეული სისხლის სამართლის გამოძიებები ატლანტასა და ვაშინგტონში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო.
- ხოლო იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი იძიებს ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების ფლობას.
გამოხმაურებები: პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ შაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ყოფილი პრეზიდენტისადმი ნებისმიერი პოტენციური ბრალდება წარმოადგენს მანჰეტენის ოლქის პროკურატურის "უფლებამოსილების აღმაშფოთებელ ბოროტად გამოყენებას".
- AP-ის ინფორმაციით, მსგავი შინაარსის განცხადება გაავრცელა პალატის მესამე რანგის რესპუბლიკელმა, ელის სტეფანიკმაც.
- მაიკ პენსმა, რომელიც ტრამპის დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო, განაცხადა, რომ მანჰეტენის ოლქის პროკურორის გამოძიებას "პოლიტიკური დევნის" სუნი აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები