მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და კოლეგები ავრცელებენ.
დეტალები: დღეს, ფორმულას ეთერში, გადაცემა მე-17 სართულში დათო ტურაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა, ემოციური მიმართვა ჰქონდა და ჩანდა, რომ შეუძლოდ იყო.
- ამის შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, სოფო ხუნწარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
- "დღეს მე რასაც ვუყურე, ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ. ბუნებრივია, ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება", — დაწერა მან.
- ნეტგაზეთთან საუბარში ტურაშვილის შვილი ამბობს, რომ ის ახლა კარგად არის, თუმცა დღეს კლინიკაში დატოვებენ.
- "გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ, არ დაურეკოთ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის".
- ფორმულას წამყვანის, გიორგი თარგამაძის თქმით, ტურაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ზუსტი დიაგნოზი ხვალ იქნება ცნობილი.
კონტექსტი: მწერალი, დათო ტურაშვილი აქტიურად აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომლითაც ხელისუფლებას სურდა, შეეზღუდა დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.
- მას შემდეგ, რაც ქართულ ოცნებას მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის გამო კანონის ჩაგდება მოუწია, ტურაშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.
- "ზიხარ ისეთ ტელევიზიაში, რომელიც ანწუხელიძის სისხლს ამოფარებული ნაძირლების მიერ ნაშოვნი ფულით არის შექმნილი. აი, ეგ შენი პატრონი კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, იმ ტელევიზიაში ზიხარ, მე რომ მომიწოდებ, შენ რუსული ხარ და აღიარე... ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი", — მიმართა ტურაშვილს რუსული კანონის ინიციატორმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიიდან, POSTV-დან, რომლის საკონტროლო პაკეტსაც ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
- "ეს არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემ წინააღმდეგ იკადრეს. მე შეიძლება, მართლა შევეწირო ამას. მე ვიცი ჩემი თავის ამბავი. ხალხს ფულს უხდიან, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, დაესიონ, ლანძღონ და მოკლან. ესენი მკვლელები არიან. მომიქსიეს ეს ნაძირლები იმიტომ, რომ მოვკვდე. სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ", — საუბრობდა დღეს ტურაშვილი ფორმულაზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები