ნინო ლომჯარია

19 Mar. 2023, 20:29

ძვირფასო ფეისბუქ მეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების, ე.წ. დალაიქების გამო თქვენი უფროსები ან ხელმძღვანელები რაიმე პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ. ასევე, მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს, დაიცვას მისი მოქმედი თანამშრომლები და სხვა ღირსეული მოქალაქეები მოსაზრების ნიშნით დევნისა და შევიწროებისგან ხელისუფლების პროპაგანდის მხრიდან.

ინფორმაციისთვის: რუსული პროპაგანდის ქარხანა პოსტ ტვ-მ ჩემი პოსტების დამლაიქებლებზე სიუჟეტი გააკეთა და იმუქრებიან პასუხს მოვთხოვთ მათ უფროსებსო.

წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში. სამთავრობო პროპაგანდისტული მედია POSTV-ის საკონტროლო პაკეტს ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას რუსული კანონის ჩაგდება მოუწია, არხზე განსაკუთრებით გააქტიურდა კანონის მოწინააღმდეგეთა მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…