ფრანკლინის კლუბი საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
განცხადებას ფრანკლინის კლუბი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დასრულების შემდეგ მმართველ გუნდში ახალი მესიჯბოქსი გაჩნდა, რომელიც სტუდენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
- მათი ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს უნივერსიტეტში შექმნილი ფრანკლინის კლუბი გახდა.
- 12 მარტს, იმედის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ფრანკლინის კლუბში ახალგაზრდებს "წამლავენ" და "ტვინს ურეცხავენ".
- სტუდენტების წინააღმდეგ ამ პროპაგანდისტულ კამპანიას შეუერთდნენ სხვებიც, მათ შორის, ირაკლი კობახიძეც, რომელმაც თქვა, რომ სტუდენტების მობილიზაცია, როგორც UG-ს, ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე ხდება.
ფრანკლინის კლუბი წერს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიების უპრეცედენტო, ცილისმწამლებლური პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეები გახდნენ.
- გარდა იმისა, რომ უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერეს მმართველი პარტიის გავლენიანმა პირებმა, აღნიშნავენ, რომ ამ კამპანიას ხელისუფლება აქტიურად იყენებს საქართველოს უნივერსიტეტზე უსამართლო თავდასხმებისთვის.
- "ამის გათვალისწინებით, ფრანკლინის კლუბმა მიიღო რთული, მაგრამ არსებულ მდგომარეობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტოს თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან და ამით თავიდან აარიდოს ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული ნეგატიური საინფორმაციო კამპანია".
დეტალები: აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველოს უნივერსიტეტი სახელისუფლებო პროპაგანდის კონტროლის მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი თავისუფალი სივრცეა, რომლის არსებობაც ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია.
- "ხაზს ვუსვამთ, რომ ფრანკლინის კლუბის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან ატარებდა წმინდად საგანმანათლებლო ხასიათს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არასოდეს ჩარეულა ფრანკლინის კლუბის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მართვასა თუ საქმიანობის შინაარსში".
- ამბობენ, რომ დაფუძნების დღიდან ფრანკლინის კლუბი დემოკრატიული ღირებულებებისა და კლასიკოს ლიბერალ მოაზროვნეთა იდეების გავრცელებას ემსახურება.
- "ჩვენს მისიად რჩება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა".
- "ვამაყობთ აკადემიის თითოეული კურსდამთავრებულით, რომელთა რაოდენობა უკვე ორ ათასს აღემატება. გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ფრანკლინის აკადემიას ვერ შევქმნიდით".
- "მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ ფრანკლინის კლუბის ისტორიის ახალ ეტაპზე. დღეს თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მკაფიოდ ვგრძნობთ, რომ ერთად, შეგვიძლია, არამარტო გავუძლოთ პროპაგანდის ზეწოლას, არამედ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ერთად დავიცვათ თავისუფლების იდეა და მივაღწიოთ ევროპულ მომავალს", — წერენ ისინი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები