ირაკლი ღარიბაშვილი

21 Mar. 2023, 12:01

მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა, ძირითადად, იმ ინფორმაციებს, რომლებიც მიწოდებული იყო არაობიექტური, მიკერძოებული, სუბიექტური და უსამართლო დასკვნებზე, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილი დასკვნები და ანგარიში. ეს ჩვენთვის არ არის, ასე ვთქვათ, საინტერესო.

მინდა, გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ, უფრო ადრეც, როცა, მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…