სამხარაძე მოქალაქეებს აგინებს — კობახიძე ამართლებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: 21 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა, ნუგზარ სულა სულაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმოწერის სქრინი, სადაც, მისივე თქმით, ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
- "დაგმარხავ მაგ ევროპაში, მოგაკითხავს ჩემი ხალხი... ისეთ რამეს გაგიჩალიჩებ, შენი ხელით მოგაკვლევინებ თავს", — ვკითხულობთ შეტყობინებაში.
- მოქალაქე ამბობს, რომ ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს, ამიტომ აპირებს, სამხარაძის წინააღმდეგ საფრანგეთის საგამოძიებო უწყებას მიმართოს.
დეპუტატი უარყოფს ხსენებულ მიმოწერას და სულაშვილის პოსტს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური შინაარსის განცხადებით ეხმაურება.
- "ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის", — წერს ის.
- სამხარაძის თქმით, სულაშვილს მისი სახელითა და ყალბი ექაუნთით მიწერეს — "როდის იყო მესინჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს, იდიოტებო".
- ის ამ მოვლენების უკანაც ნაციონალურ მოძრაობას ხედავს და ამბობს, რომ შეიძლება, ოპოზიციურმა პარტიამ მუქარაც აღასრულოს, რათა ყველაფერი ქართულ ოცნებას დაბრალდეს.
დიმიტრი სამხარაძე, რომელსაც ფეისბუქ გვერდზე პროფილის ფოტოდ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სურათი უყენია, ლანძღვა-გინებით გამორჩეული დეპუტატია.
- 2021 წლის 3 ივლისს მან მმართველი პარტიის ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა — ოფისს სპეცდანიშნულების რაზმები და ათეულობით პოლიციელი იცავდა, როდესაც სამხარაძე აივნიდან გადმოდგა, უწყვეტი გინება დაიწყო, ეს გადაიღო და ფეისბუქზე ატვირთა.
- ის ერთადერთი იყო, ვინც 10 მარტს პარლამენტში რუსული კანონის ჩაგდებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა მალევე მოუწია, თავისი სიტყვები უკან წაეღო და ემტკიცებინა, რომ ყველაფერი ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.
- ამ მოვლენების შემდეგ დეპუტატი კიდევ უფრო გააქტიურდა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო.
- "ვითომ გაიმარჯვეს, ვითომ ჩვენ შეგვაშინეს, ვითომ არ გადაგივლით! ვითომ გაპატიებთ! ვითომ შეგრჩებათ. დაგჭმუჭნით", — იმუქრებოდა ის.
დეტალები: ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამხარაძის პოზიცია მისთვის აბსოლუტურად გასაგებია.
- "დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება ნაც. მოძრაობისადმი, რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი მე აბსოლუტურად მესმის", — თქვა მან.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები