მამუკა მდინარაძე

21 Mar. 2023, 14:52

წეღან ვკითხულობდი თქვენთან გამოსვლამდე რაღაც ნიუსს, როდესაც ჟურნალისტის მიმართ იყენებენ რაღაც.. ეს იყო ბოლშევიკების მიდგომა, რაღაცაში ადანაშაულებს, 7 წლის წინ რაღაც მოხდაო, ერთი ჟურნალისტი, ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი, POSTV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში.

ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას. თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა თურმე, არ გახსენებია და ახლა გაახსენდა. [...]

მე არ მჯერა. უნდა მჯეროდეს აუცილებლად? [...] "როგორ არ გჯერა" ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. როდესაც 7 წლის შემდეგ რაღაც ახსენდება ადამიანს, მე უფრო მგონია და ეს ჩემი აზრია, რომ ეს დიდი ალბათობით არის ამ ფაშისტური კამპანიის ნაწილი.

გუშინ, 20 მარტს ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ Facebook გვერდზე დაწერა, რომ შალვა რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურებრივი გასაუბრების დროს შეავიწროვა. როგორც ჟურნალისტი წერს, რამიშვილმა მას სექსუალური ხასიათის კითხვები დაუსვა და გასაუბრების დროს პორნო ჩართო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…