#ერთადმოვდივართ — ტოიოტა ცენტრი თეგეტამ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ კომპანიის დაარსებიდან 9 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ სერვისცენტრში ღონისძიება გამართა და ლოიალურ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ტოიოტა ცენტრი თეგეტას შოურუმმა კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ კამპანიის #ერთადმოვდივართ ფარგლებში გადაღებული ფილმი პალტუსი, რომლის მთავარი ლაიტმოტივიც მოგონებებია. ფილმით ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სტუმრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება, იყოს მფლობელისთვის ავტომობილი და რამდენ საინტერესო მოგონებას შეიძლება ინახავდეს ის. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ადამიანებთან ერთად, სწორედ მანქანაა — ავტომობილი, როგორც მოგონებების ნაწილი. სიუჟეტი ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარშემო ვითარდება, რომელიც ფილმის ძირითად პერსონაჟებს, ძმებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ფილმის მთავარი რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, სცენარის ავტორი — ლაშა მილორავა, დამდგმელი ოპერატორი კი — გოგა დევდარიანი.
ლაშა მილორავა, სცენარისტი: "საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ბრენდმა თავისი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და მომხმარებელს წარუდგინა. ძალიან საინტერესო იყო ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ამ ფილმით, პალტუსით, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ, რაც ერთობლივი თავდაუზოგავი შრომის შედეგია."
ღონისძიების სტუმრებს ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა, 2014 წლიდან დღემდე კომპანიის განვითარების განვლილი გზა და ისტორია გააცნო. ტოიოტა ცენტრი თეგეტას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაა. ტოიოტას მარკის ავტომობილების სანდოობასთან ერთად კი, ამის მთავარ წინაპირობად მომხმარებლისთვის შექმნილი განსაკუთრებული გარემო და კომფორტული მომსახურება იქცა.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: "ტოიოტა ცენტრი თეგეტასგასული 9 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. შევძელით და გავხდით იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა საქართველოში. ამ მიღწევების აღსანიშნავად გვინდოდა, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ ტოიოტა ხარისხისა და გამძლეობის სიმბოლოა. ფილმის იდეაც ასეთია: ნივთი მაშინ ხდება ნივთზე უფრო მეტი, როდესაც ის მოგონებებთანაა დაკავშირებული, ტოიოტა კი სწორედ ის ავტომობილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ის მანქანაზე უფრო მეტია, მეგობარია, რომელთანაც ბევრი მოგონება გვაკავშირებს და რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდივართ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, ფილმის პრემიერა ნამდვილ კინოთეატრში გაგვემართა, თუმცა მივიჩნიეთ, რომ მისი ჩვენება მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ გარემოში, ჩვენს შოურუმში, უკეთესი იქნებოდა."
#ერთადმოვდივართ კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ბოლოს ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სტუმრებისთვის საგანგებო მიღება გამართა და გათამაშებაც მოაწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები